ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მაშტაბით 10 840 უბანია გახსნილი. მათი უმეტესობა 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს. არჩევნებში მონაწილეობის მიღება 6,4 მილიონ ადამიანს შეუძლია.

ეს ბოლო 11 თვის განმავლობაში ისრაელში ჩატარებული უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნებია.

იმისთვის, რომ რომელიმე პარტიამ მთავრობა დააკომპლექტოს, აუცილებელია ქნესეთის 120-დან 61 მანდატის მოპოვება.