ისრაელის პრეზიდენტი - ბოლო ერთ წელიწადში მესამე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო, სირცხვილის განცდა მაქვს
ისრაელის პრეზიდენტი - ბოლო ერთ წელიწადში მესამე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო, სირცხვილის განცდა მაქვს

იერუსალიმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს, ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა განაცხადა, რომ ტრადიციულად არჩევნები სადღესასწაულოა, მაგრამ თავად ამას ვერ გრძნობს. ისრაელის პრეზიდენტის თქმით, როდესაც მოქალაქეებს თვალებში უყურებს, „ღრმა სირცხვილის განცდა აქვს“.

„ჩვენ ეს არ დაგვიმსახურებია. ჩვენ კიდევ ერთ საშინელ საარჩევნო კამპანიას არ ვიმსახურებთ, რომელიც სიბინძურეში გადადის. ჩვენ არ ვიმსახურებთ დაუსრულებელ არასტაბილურობას. ჩვენ ვიმსახურებთ მთავრობას, რომელიც ჩვენთვის მუშაობს. მე მოგიწოდებთ, წადით და ხმა მიეცით. ყოველი არჩევანი თქვენი ხმაა“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.

2019 წელს, ორი საპარლამენტო არჩევნების მიუხედავად, არც ერთ პარტიას უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები არ ჰქონდა, პარტიები ვერც კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ.

დატოვე კომენტარი