ბენიამინ ნეთანიაჰუ - მივმართავ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სად ჯანდაბაში ხართ?
ბენიამინ ნეთანიაჰუ - მივმართავ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სად ჯანდაბაში ხართ?

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ქალთა ორგანიზაციებსა და გაერო-ს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ხმამაღლა არ საუბრობენ „ჰამასის“ მიერ ისრაელელი ქალების მიმართ ჩადენილი გაუპატიურებებისა და სხვა სისასტიკეების შესახებ.

თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის შეხვდა გათავისუფლებულ მძევლებს და მძევლად მყოფთა ნათესავებს: „მე მოვისმინე ძალადობის გულის ამაჩუყებელი ისტორიები”, თუმცა, როგორც ნეთანიაჰუ ამბობს, მას არ გაუგია ქალთა და უფლებადამცველი ჯგუფების შეშფოთება ამის თაობაზე.

„მე მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ? მე ველოდები, რომ ყველა ცივილიზებული ლიდერი, მთავრობა, ერი ილაპარაკებს ამ სისასტიკის წინააღმდეგ”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.