ბელარუსი სამართალდამცველები უკვე მესამე დღეა, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკას ატარებენ
ბელარუსი სამართალდამცველები უკვე მესამე დღეა, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკის ოპერაციებს აწარმოებენ.
ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ინტერნეტ-არხ „ნექსტას“ ცნობით, რეიდი შეეხო „რადიო თავისუფლების“ მინსკის ოფისსაც. დაკავებულია მათი ორი ჟურნალისტი.
ოთხშაბათსა და ხუთშაბათს პოლიცია 20-მდე უფლებადამცველ, საქველმოქმედო ორგანიზაციებში, ასევე მედიადაწესებულებაში შევიდა და 15-ზე მეტი პირი დააკაავა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ ხელისუფლებამ ქვეყანაში რამდენიმე მედიასაშუალება დახურა.