BBC-ის ინფორმაციით, ისრაელში პოლონეთის საელჩოს ჭიშკარზე დაუდგენელმა პირებმა სვასტიკა დახატეს
ისრაელში პოლონეთის საელჩოს ჭიშკარზე დაუდგენელმა პირებმა სვასტიკა დახატეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კერძოდ, საელჩოს თანამშრომლებმა ჭიშკარზე და განცხადებების დაფაზე დახატული სვასტიკები და შეურაცხმყოფელი სიტყვები 18 თებერვალს აღმოაჩინეს. კერძოდ, განცხადებები დაფაზე ეწერა სიტყვა „მკვლელი“.
თელ-ავივის პოლიციამ ვანდალური აქტის ჩამდენი პირების გამოსავლენად გამოძიებას წარმოებს.
შეგახსენებთ, მანამდე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ჰოლოკოსტის დროს დანაშაულის ჩამდენებს შორის იყვნენ ებრაელებიც.
აღნიშნულმა განცხადებამ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ნეთანიაჰუმ მორავეცკის სიტყვებს აღმაშფოთებელი უწოდა. მოგვიანებით, პოლონეთის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მორავეცკის სიტყვები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ჰოლოკოსტის უარყოფას და არ ისახავდა მიზნად, ებრაელ მსხვერპლთა დადანაშაულებას ნაცისტური გერმანიის მეირ ჩადენილ გენოციდში.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის შესახებ. კანონი უკრაინელი ნაციონალისტების დანაშაულის უარყოფისა და ჰოლოკოსთან პოლონელების კავშირის შესახებ საჯარო განცხადებებისთვის სასჯელსა და ჯარიმას ითვალისწინებს.