ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ადგილზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.