ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო/ვიდეო]

12:10, 02.10.2019

ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ადგილზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი