ბაზალეთის ტბა გაიყინა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს [ფოტო]
ბაზალეთის ტბა გაიყინა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს [ფოტო]

ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო, ბაზალეთის ტბა გაიყინა.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც მიმდებარე, ისე გაყინული წყლის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზნებისთვის მოსახლეობის აქტიური გადაადგილება შეინიშნება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ბაზალეთის ტბის გაყინულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

მათივე ცნობით, ადგილზე მოქალაქეების უსაფრთხოების გამო მობილიზებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქ მისულ მოქალაქეებს ტბაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.