ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ [ფოტო]
ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ [ფოტო]

ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, დევნილთა დასახლებაში აფეთქების ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა დილის რვის ნახევარზე მოხდა, დაშავებულები კი ნანგრევებიდან მეზობლებმა გამოიყვანეს. ამასთან, მათივე თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის ნანგრევებმა ადგილობრივი მცხოვრებლების ავტომობილებიც დააზიანა.

როგორც პირველ არხს შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, მეშვიდე სართულზე მცხოვრები ყველა მაცხოვრებლის სახლი დაზიანდა.

აღნიშნულ კორპუსში ლიახვის ხეობიდან 2008 წლის აგვისტოს ომის გამო დევნილი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, დევნილთა დასახლებაში აფეთქება დღეს მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი.