ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში აფეთქებისას სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი

11:20, 03.10.2018

დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ დევნილთა დასახლებაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი.

აფეთქება 7-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

მსგავსი