მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ ბაზალეთის ტბაზე გადაადგილებისგან
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ ბაზალეთის ტბაზე გადაადგილებისგან

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს ბაზალეთის ტბის გაყინულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

როგორც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოქალაქეები ბაზალეთის ტბის, როგორც მიმდებარე, ისე გაყინული წყლის ტერიტორიაზე აქტიურად გადაადგილდებიან, რაც საფრთხის შემცველია.

„დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბაზალეთის ტბის, როგორც მიმდებარე, ისე გაყინული წყლის ტერიტორიაზე ბოლო დღეებია სხვადასხვა მიზნებისთვის მოსახლეობის აქტიური გადაადგილება შეინიშნება. ტემპერატურის კლების გამო რამდენიმე დღეა ტბა გაყინულია მასზე გადაადგილება კი საფრთხის შემცველია. ადგილზე მოქალაქეების უსაფრთხოების გამო მობილიზებულინი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქ მისულ მოქალაქეებს ტბაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ მოწოდებას და უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ტბაზე გადაადგილებისაგან“, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.