ბაზალეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ბაზალეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ასევე ამოღებულია ხუთი ერთეული, დაუფირნიშებელი, ფიჭვის სახეობის მრგვალი მორი. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.

დატოვე კომენტარი