ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები აქციისთვის ემზადებიან
ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები აქციისთვის ემზადებიან

ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ ცენტრალური პარკიდან აჭარის მთავრობის სახლამდე.

აქციის მონაწილეები პარლამენტის გარდა პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც.

„მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არც უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით. გვინდა, შევახსენოთ რიჟვაძეს, რომ ეს არ არის მისი პრეროგატივა, ამ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს და უნდა შეასრულოს დანაპირები“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი კირთაძემ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ქუთაისში დაგეგმილ მსვლელობას შეუერთდება.