შსს-ს ცნობით, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ცხრა მოქალაქე დააკავეს
შსს-ს ცნობით, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ცხრა მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ცხრა მოქალაქე დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს ცხრა პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ.