ბათუმში მოქანდაკემ, პროტესტის ნიშნად, თავი ნახევრად გადაიპარსა. თემურ მახარაძე ბათუმის მერიას საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება 9 აპრილის მემორიალს, რომელიც ზღვისპირა პარკში უნდა დაიდგას.
ესკიზის ავტორია თემურ მახარაძე, თუმცა ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, მემორიალს სხვა კომპანია დადგამს და არა ავტორი.
მოქანდაკე აღნიშნულს აპროტესტებს და მერიისგან შესაბამის რეაგირებას ელოდება. თემურ მახარაძე ამტკიცებს, რომ საავტორო უფლებების დარღვევასთან ერთად, ესკიზი შესაძლოა, დამახინჯდეს.