მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის დაბადების 90 წლის იუბილე აღინიშნა
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის დაბადების 90 წლის იუბილე აღინიშნა

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქართველი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის დაბადების 90 წლის იუბილე აღინიშნა, რომელსაც მერაბ ბერძენიშვილის კოლეგები და მეგობრები დაესწრნენ.

ღონისძიება მხატვართა შემოქმედებითი კავშირისა და კულტურის ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს მინიჭებული აქვს სამი უმაღლესი სახელმწიფო პრემია, ნობელის პრემიის ლაურეატის, ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი და არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული ჯილდო. მერაბ ბერძენიშვილი 2016 წელს გარდაიცვალა.