ფრე ლიდერთან ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით - „გარეჯში“ თემურ მახარაძე დანიშნეს #1TVSPORT
საგარეჯოს „გარეჯს“ ახალი მთავარი მწვრთელი ჰყავს – გუნდში თემურ მახარაძე მიიწვიეს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა პირველ მატჩი მარტვილის „მერანთან“ გამართა.
თემურ მახარაძე ქართული ფეხბურთის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია – 72 წლის სპეციალისტს წარიმტებით უმუშავია თბილისის „მერანი 91-ში“, ბოლნისის „სიონში“, „ზესტაფონში“, რუსთავის „ოლიმპში“, გორის „დილაში“, „სასკოში“, ლანჩხუთის „გურიაში“, „საპოვნელაში“, „რუსთავში“. 2009/10 წლების სეზონში მახარაძის გაწვრთნილმა რუსთავის „ოლიმპმა“ დიდ წარმატებას მიაღწია და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
გამოცდილმა მწვრთნელმა საგარეჯოს გუნდში კახა გოგიჩაიშვილი ჩაანაცვლა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველივე შეხვედრა ეროვნული ლიგის 2-ის ერთ-ერთ ლიდერ მარტვილის „მერანთან“ გამართა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა 2:2.
გამოცდილ მწვრთნელს „გარეჯში“ ვითარების გამოსწორების იმედს უკავშირებენ – საჯარეჯოელები 11 ტურის შემდეგ 9 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე არიან.