გარდაიცვალა მოქანდაკე ლევან მხეიძე
გარდაიცვალა მოქანდაკე ლევან მხეიძე

90 წლის ასაკში გარდაიცვალა მოქანდაკე, მხატვარი და პედაგოგი ლევან მხეიძე.

ლევან მხეიძე 1931 წელს ქუთაისში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1963 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. 1979 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

მხეიძის ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია განთავსებული. მათ შორის, ზაქარია ფალიაშვილი (1971, ბრინჯაო, ქუთაისი); დიდების მონუმენტი „ვეფხვი და მოყმე“ (1975, ბაზალტი, ონი), ილია ჭავჭავაძე (საგურამო).

ლევან მხეიძე იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი.

ბოლო წლებში მოქანდაკე გერმანიაში ცხოვრობდა.