ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაზიანდა ცალკე მდგომი კიდევ ერთი მანქანა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტებს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.