ბათუმში ავარიული კორპუსების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის მიზნით, პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს
ბათუმში ავარიული კორპუსების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის მიზნით, პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს

ბათუმში ავარიული კორპუსების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის მიზნით, პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს.

ცვლილებების მიხედვით, 2027 წლის პირველ იანვრამდე, ავარიული სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი სახლების მშენებლობის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ბათუმის მერიის მიერ შესაძლებელია, განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონით დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მასში ცვლილებების შეტანა.

ამასთან, პროექტით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის დასაშვებობის მიზნებს – სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟიც ემატება.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ნუკრი დეკანაძე განმარტავს, რომ ბათუმის ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემას ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს.

„დღეის მდგომარეობით, 118 ავარიულ კორპუსზე, სადაც დაახლოებით 3 000-მდე ოჯახი ცხოვრობ. უკვე მომზადებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებლების გამოყენება საფრთხეს შეიცავს. იმისთვის, რომ არსებული ავარიული სახლების ჩანაცვლება და რეაბილიტაციის პროცესი განხორციელდეს, აუცილებელია კერძო სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების ჩართვა“, – აღნიშნავს დეკანაძე.

დატოვე კომენტარი