ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.