ბათუმში ავარიისას 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

14:19, 07.03.2018

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

მსგავსი