ბათუმში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში მსუბუქი ავტომანქანა შევარდა

22:25, 16.01.2019

ბათუმში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში მსუბუქი ავტომანქანა შევარდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

შემთხვევა პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტში შევარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლის მიმართ კი ადმინისტრაციული სანქცია გატარდება.

მსგავსი