ბათუმში მსუბუქი ავტომანქანა და ნავთობმზიდი ერთმანეთს შეეჯახა

19:43, 29.09.2018

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა და ნავთობმზიდი ერთმანეთს შეეჯახა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავარიის გამო ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი