ბათუმის ახალ ბულვარში ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა

15:43, 24.12.2019

ბათუმის ახალ ბულვარში BMW-ს მარკის ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, განათების ერთი ბოძი მოგლიჯა, მეორეს კი დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანას ინდოეთის მოქალაქეები მართავდნენ. ძლიერი შეჯახების მიუხედავად, ავტომანქანაში მსხდომები უსაფრთხოების ბალიშმა იხსნა. ისინი მსუბუქად დაშავდნენ.

მსგავსი