ბათუმის ახალ ბულვარში BMW-ს მარკის ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, განათების ერთი ბოძი მოგლიჯა, მეორეს კი დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანას ინდოეთის მოქალაქეები მართავდნენ. ძლიერი შეჯახების მიუხედავად, ავტომანქანაში მსხდომები უსაფრთხოების ბალიშმა იხსნა. ისინი მსუბუქად დაშავდნენ.