ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი მეთორმეტეკლასელი მოსწავლე დაშავდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასკოლო ბანკეტზე მიდიოდნენ, ორი დაშავებული კლინიკა „ბაუ“-ში მსუბუქი დაზიანებებით მიიყვანეს.
„რამდენიმე მოზარდი იყო დაშავებული, თუმცა უმრავლესობას მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნებოდა. შემთხვევა კლინიკა “ბაუ“-ს წინ მოხდა, ამიტომ ჩვენმა ბრიგადამ ორი დაშავებული მცირე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს გამოძიება.