ბათუმში ავარიის შედეგად ორი მოსწავლე დაშავდა

12:26, 01.06.2018

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი მეთორმეტეკლასელი მოსწავლე დაშავდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასკოლო ბანკეტზე მიდიოდნენ, ორი დაშავებული კლინიკა „ბაუ“-ში მსუბუქი დაზიანებებით მიიყვანეს.

„რამდენიმე მოზარდი იყო დაშავებული, თუმცა უმრავლესობას მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნებოდა. შემთხვევა კლინიკა “ბაუ“-ს წინ მოხდა, ამიტომ ჩვენმა ბრიგადამ ორი დაშავებული მცირე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი