ბათუმის აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ
ბათუმის აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, აეროპორტში სახიფათო ვითარების შესახებ შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურები განხორციელდა.

ამასთან, მათივე თქმით, აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ. ამ დროისთვის მათ აეროპორტში მუშაობა დაასრულეს.

აღნიშნული შემთხვევის გამო ორი საათით გადაიდო „თურქეთის ავიახაზების“ ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო და 19:40 საათზე შესრულდება. ამჟამად მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა.