თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატი მიენიჭათ
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატი მიენიჭათ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს – უკვე მესამედ, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს – მეორედ, ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატი მიენიჭათ.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერთიფიკატი, რომელსაც აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI) გასცემს, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაა.

„აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, ACI-სა და ICAO-ს რეკომენდაციების შესაბამისად, მგზავრებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო“, – აცხდებენ „ტავ ჯორჯიაში“.