ბათუმში უამინდომის გამო, რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს
ბათუმში უამინდომის გამო, რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს

ბათუმში კვლავ უამინდობაა. ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების შესრულება ვერ ხერხდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, უამინდობის გამო ავიაკომპანიების Smartwings-ის, Czech Airlines-ისა და ArkiaAirlines-ის საჰაერო ხომალდები, რომლებიც თელ ავივიდან ასრულებდნენ რეისს, ბათუმის ნაცვლად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასხდნენ, საიდანაც მგზავრების ტრანსპორტირებას ბათუმის მიმართულებით უკვე ავტობუსებით მოახდენენ.

ქუთაისის აეროპორტში რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, დღეს დაგეგმილი 14 რეისიდან შვიდი უკვე შესრულდა.