ავიაკომპანია Air Baltic ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს
ავიაკომპანია Air Baltic ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2 მაისიდან Air Baltic ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველად დაიწყებს ოპერირებას.

ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ფრენებს რიგა-ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ, Airbus 220 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

Air Baltic თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2006 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე რიგის მიმართულებით ფრენებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს.