ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალში მგზავრმა იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
„ახალი სიცოცხლე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
„ურალის ავიახაზების“ მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო.
მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს „ტავის“ პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მგზავრებზე!“, – წერს „ტავ ჯორჯია“ „ფეისბუქზე“.