ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეფერხდა.

ქედაში სოფელ მახუნცეთის საგზაო მონაკვეთზე ქვიშით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა.

სატვირთო ავტომანქანა ქვიშისგან სპეციალურმა ტექნიკამ გაათავისუფლა. ადგილზე შესაბამისი ტექნიკით ავტომობილის გზის სავალ ნაწილზე გადაყვანას ცდილობენ.

მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად განახლდა.