ბარსელონაში მეხანძრეები სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად აქციას მართავენ
ბარსელონის ქუჩებში სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად მეხანძრეები გამოვიდნენ. ათასამდე მეხანძრე კადრების სიმცირისა და უსაფრთხოების არასათანადო ზომების წინააღმდეგ რეაგირებას ითხოვს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აქციაზე გამოდიან.
28 ნოემბერს მეხანძრეებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კატალონიის პარლამენტში სცადეს შეჭრა.