ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ასობით აგრესიულად განწყობილმა აქტივისტმა სამართალდამცავებს სხვადასხვა ნივთები ესროლა და პარლამენტის შენობასთან ცეცხლი გააჩინა.

11 სექტემბერს ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ცნობით, 500 000 ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობის შემდეგ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი კატალონიის პარლამენტთან შეიკრიბა, სადაც პოლიციასთან შეტაკება მოხდა.

დატოვე კომენტარი