ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მსვლელობას ატარებენ.

ქალაქში მობილიზებულია პოლიცია. მათ სპეციალური ბარიკადები ააგეს. აქცია ამ ეტაპზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ. ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებს 9-დან 13-წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.