ერთი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად თბილისში. ბარნოვის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. ცეცხლი 30 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.
ბინაში მყოფი ხანში შესული მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.