ბარნოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

19:08, 24.03.2020

ერთი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად თბილისში. ბარნოვის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. ცეცხლი 30 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.

ბინაში მყოფი ხანში შესული მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი