კუნძულ ბალიზე ვულკანის გააქტიურების გამო ავიაკომპანიების ნაწილმა ფრენები შეაჩერა. მათ შორის არის ავსტრალიური Qantas-ი, Virgin Australia და ჰონგ-კონგში დარეგისტრირებული Cathay Pacific. მომხდარის გამო 3000 ტურისტი დაზარალდა, რომელთა ფრენებიც გაუქმდა ან გადაიდო. კუნძულ აგუნგზე მდებარე ვულკანის ამოფრქვევა 25 ნოემბერს დაიწყო. კვამლი და ფერფლი 1500 კილომეტრის სიმაღლეზე ადიოდა. ადგილობრივ მოქალაქეებს სტიქიის ზონის დატოვება ურჩიეს. ბოლოს აღნიშნული ვულკანის ამოფრქვევა 1963 წელს მოხდა. მაშინ სტიქიას 1,5 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.