ბაკურიანში, სასტუმრო „ბაკურიანი რეზიდენსში“ ხანძარია. იწვის შენობის სახურავი.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
უწყების ცნობით, ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.