ბაკურიანში, ერთ-ერთი სასტუმროს სახურავი იწვის

12:50, 31.03.2019

ბაკურიანში, სასტუმრო „ბაკურიანი რეზიდენსში“ ხანძარია. იწვის შენობის სახურავი.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

უწყების ცნობით, ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი