საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ხანძარი ჩააქრეს.
ცეცხლი ვენახში გაჩნდა. ხანძრის შედეგად, დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი.
„არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.