ბაკურციხეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბაკურციხეში ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ხანძარი ჩააქრეს.

ცეცხლი ვენახში გაჩნდა. ხანძრის შედეგად, დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი.

„არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.