შალვა პაპუაშვილი – ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს

21:01, 16.10.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„„ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, ექვსჯერ გაიზარდა ყურძნის მოსავალი, ოთხჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი, ხუთჯერ გაიზარდა მევენახეების შემოსავალი. ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი