შალვა პაპუაშვილი - ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს
შალვა პაპუაშვილი - ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„„ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, ექვსჯერ გაიზარდა ყურძნის მოსავალი, ოთხჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი, ხუთჯერ გაიზარდა მევენახეების შემოსავალი. ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.