კახა გვანცელაძე პედაგოგების კვების საკითხზე კონცეფციას უახლოეს დღეებში წარადგენს
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში პედაგოგების კვების საკითხთან დაკავშირებით, სააგენტო საზოგადოებას კონცეფციას უახლოეს მომავალში წარუდგენს. ამის შესახებ კახა გვანცელაძემ საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეხვედრაზე დაინტერესდნენ, გათვალისწინებული იქნება თუ არა სამომავლოდ ბაღის პედაგოგების კვება.
“როგორც კი მოვედი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ეს. მეც გამიჩნდა ანალოგიური შეკითხვა. პირადად ვმუშაობ ამ საკითხზე. ამ ეტაპზე კონკრეტისგან თავს შევიკავებ და უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაგაცნობთ კონცეფციას ამასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის რეგულირებაც არის აუცილებელი. მე აუცილებლად წარმოვადგენ ამ კონცეფციას და ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მექნება სრულყოფილი დოკუმენტი”, -განაცხადა გვანცელაძემ.