ბადრი პატარკაციშვილის დედა კლინიკაში გადაიყვანეს
ბადრი პატარკაციშვილის დედა კლინიკაში გადაიყვანეს

​ბადრი პატარკაციშვილის დედა ნათელა პატარკაციშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევა გახდა. როგორც ახლობლები აცხადებენ, ნათელა პატარკაციშვილი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.

ნათელა პატარკაციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმები კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.