აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 32 სოფელში მიმდინარეობს
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 32 სოფელში მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ️დღეს სპეციალიზებული ტექნიკით მუშავდება ტერიტორიები აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლებში.

დამატებითი ინფორმაცია დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე parosana.ge.

ღონისძიებები მავნებლის პირველი თაობის ნიმფების (მავნებელი დაფრთიანებამდე) საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. მცენარეთა დაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობა – საკარმიდამო ნაკვეთების და ნარგავების დამუშავება კონტაქტური ინსექტიციდებით.

სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით – 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება.

სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი.

ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია შეწამვლითი ღონისძიებები საყანე ფართობებშიც.