აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი „ნენსკრაჰესის“ დაფინანსებას 100 მილიონი დოლარით გეგმავს
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) „ნენსკრაჰესის“ დაფინანსებას 100 მილიონი დოლარით გეგმავს.
საფინანსო ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დირექტორთა საბჭო ამ საკითხზე 11 აპრილს იმსჯელებს.
„ნენსკრაჰესის“ ინვესტორებმა უკვე მოიზიდეს 214 მილიონი დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან, 150 მილიონი დოლარი ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, 87,6 მილიონი დოლარი კორეის განვითარების ბანკიდან.
214 მილიონი დოლარის გამოყოფას პროექტისთვის აზიის განვითარების ბანკიც გეგმავს. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მარტში დამტკიცდება.
„ნენსკრაჰესი“ საქართველოში AIIB-ს მეორე პროექტია. ბანკმა 114 მილიონი დოლარი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისთვის გამოყო.